რუსთავში პედიატრიული სასწრაფო დახმარება ,,ბეიბიექსპრესი’’ გაიხსნა

16/07/2017

რუსთავში პედიატრიული სასწრაფო დახმარება ,,ბეიბიექსპრესის გახსნასთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, გასართობი ღონისძიება მოეწყო.ღონისძიება რუსთავის მერიის ხელშეწყობითა და სამედიცინო ჰოლდინგის ,,გლობალმედი’’ ორგანიზებით, გაიმართა და მიზნად ისახავდა,,ბეიბიექსპრესის“ მომსახურების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მის ფარგლებში გამართულ აქტივობებს, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაეწრნენ.
ჰოლდინგ „გლობალმედის“ “ბეიბიექსპრესი”, პირველი პედიატრიული სასწრაფო დახმარებაა, რომელიც რუსთავს და ქვემო ქართლის რეგიონს მოემსახურება. დღეიდან, ორი კვირის განმავლობაში “ბეიბიექსპრესი” მოსახლეობას ბინაზე უფასო გამოძახებების აქციას სთავაზობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0