რუსთავში შიდა ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

29/09/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ქვეყნის მასშტაბით შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა და პროექტების მონიტორინგს აგრძელებს. ამჟამად, მინისტრმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან ერთად რუსთავში შიდა ეზოებსა და ქუჩებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქალაქში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე რუსთავის 70-მდე ეზოს კეთილმოწყობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც იგება ასფალტის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
ქალაქში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0