რუსული მიდგომა არ იცვლება

„სამწუხაროდ, რუსული მიდგომა არ იცვლება ამ საკითხის მიმართ“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის გაგზავნილ წერილს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებით, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას არ უპირისპირებს თავის პრაგმატულ პოლიტიკას. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ვხედავდით ჩვენ გასული მთელი ამ წლების განმავლობაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 135 times, 1 visit(s) today