სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 48 ოჯახს სახლს შეუსყიდის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 48 ოჯახს სახლს შეუსყიდის. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უკვე შეუძლიათ ამ სასიკეთო ცვლილებით ისარგებლონ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

Visited 37 times, 1 visit(s) today