საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკაა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში პროფესიული პრაქტიკული კურსი წარმატებით დაასრულეს, სერტიფიკატები გადასცეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულების საინჟინრო და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტების სტუდენტები სააგენტოში პროფესიული პრაქტიკულ კურსს ყოველწლიურად გადიან. მარიამ ქვრივიშვილმა სტუდენტებს პროფესიული პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი თქმით, სამოქალაქო ავიაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც წარმატებით და სწრაფი ტემპებით ვითარდება.

„საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა და მთელი ქვეყნის მასშტაბით აეროპორტების და სხვა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ზრდის ახალგაზრდა სპეციალისტების სექტორში დასაქმების პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი პროფესიული პრაქტიკების თუ სხვა ტიპის თანამშრომლობის ფორმატების შეთავაზებით, ხელს შევუწყობთ სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრისთვის,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესიული პრაქტიკული კურსის გავლას სამოქალაქო ავიაციის სექტორის სხვა საჯარო უწყებებშიც შეძლებენ.

Visited 43 times, 1 visit(s) today