საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის მერია-ლაითურის საავტომობილო გზის 5.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის მერია-ლაითურის საავტომობილო გზის 5.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს.
აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მერიაში იწყება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან სრულდება.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ერთი მილხიდის რეაბილიტაცია, ორ ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ასევე გათვალისწინებულია საავტომობილო გზის მონიშვნა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მოინახულეს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 975 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.

Visited 223 times, 1 visit(s) today