ხარვეზები თან ახლდა საარჩევნო პროცესს, თუმცა არჩევნების შედეგებზე ამას გავლენა არ მოუხდენია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშზე კომენტირებისას განუცხადა. კობახიძის თქმით, უშუალოდ დასკვნას ის არ გასცნობია.
“ზოგადად, რა თქმა უნდა, ხარვეზები თან ახლდა საარჩევნო პროცესს. ეს, ზოგადად, საარჩევნო პროცესებისთვის არის დამახასიათებელი. მთავარია ის, რომ არსებითად არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში და იმ ხარვეზებს, რომელიც იყო, არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ეს არის უმთავრესი”, – განაცხადა კობახიძემ.
Visited 116 times, 1 visit(s) today