სააღდგომო ღონისძიებების ფარგლებში დღეს რეგიონის კიდევ სამ მუნიციპალიტეტში ვიმყოფებოდით

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გრიგოლ ნემსაძე თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების შემდეგ რუსთავის მოხუცთა სახლის ბენეფიციარებსაც ესტუმრა. მხარის პირველმა პირმა მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ხანდაზმულებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

“სააღდგომო ღონისძიებების ფარგლებში დღეს რეგიონის კიდევ სამ მუნიციპალიტეტში ვიმყოფებოდით და დამდეგი დღესასწაული მივულოცეთ მრავალშვილიან ოჯახებს, ბავშვებსა და ხანდაზმულებს. მინდა თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა და ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვო.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს რეგიონის მოსახლეობასთან, შესაბამისად კარგად ვიცნობთ ადგილზე კონკრეტული ადამიანების საჭიროებებს. სწორედ ამიტომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“-აღნიშნა გუბერნატორმა.

Visited 171 times, 1 visit(s) today