საბაზისო საფეხურის 97 – მა წარჩინებულმა მოსწავლემ პერსონალური კომპიუტერები მიიღო

10/11/2017

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – ს ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საბაზისო საფეხურის 97 – მა წარჩინებულმა მოსწავლემ პერსონალური კომპიუტერები მიიღო. კომპიუტერების გადაცემის პროცესი კულტურისა და შემოქმედების ცენტრში შედგა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი მოსწავლეებს სამინისტროს და რესურს წარმომადგენლებმა გადასცეს. წარჩინებულ მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნნაველიძე. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში იმერეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილილდოებაც შედგა. საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2557 –ია. პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება საქართველოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0