საბიუჯეტო ორგანიზაციებში ელექტრონული სისტემები ინერგება

28/07/2017

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურის მიერ შექმნილი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (eDocument) 230 საბიუჯეტო ორგანიზაციაშია დანერგილი. ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სისტემით 23 735 მომხმარებელი სარგებლობს.
სამსახურის კიდევ ერთი პროდუქტი – ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა (eHRMS) კი დანერგილია 323 ორგანიზაციაში და 1309 მომხმარებელი სარგებლობს.
აღნიშნული სისტემებით სარგებლობენ ისეთი სახელმწიფო დაწესებულებები, როგორებიცაა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები და მათში შემავალი უწყებები (სსიპ, ააიპ, საქვეუწყებო დაწესებულება) დამოუკიდებელი სსიპ-ები, სასამართლოები, საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციები, მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები, თვითმმართველ ქალაქები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სხვადასხვა უწყებები, ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები და სხვა.
ამ სისტემების გამოყენებით ხორციელდება ზოგადი მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროის, ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომია, მუშაობის ხარისხის ზრდა, მენეჯმენტის სწორი გადაწყვეტილებების დროული მიღების პროცესის ოპტიმიზაცია, რაც მომხმარებელს ბიზნესპროცესების მარტივად და ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0