საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალები ახალაშენებულ შენობებში განთავსდება

29/09/2017

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, ცენტრის პერსონალს, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ნინო წილოსანთან და გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად შეხვდა.
„გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მოვინახულეთ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონული ფილიალები. შევხვდით გადაუდებელი დახმარების პერსონალს და მათ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე, მოვისმინეთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით 19 ობიექტი აშენდება. ბაღდათის, ხონის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ფოთისა და მარტვილის რაიონული ფილიალებისთვის, ახალი ნაგებობის აშენებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
როგორც გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა რეგიონისათვის. გამომდინარე იქედან, რომ ამ ხნის განმავლობაში ცენტრის პერსონალს, თავიანთი საქმიანობის განხორციელება ამორტიზირებულ და ძველ შენობებში უწევდათ. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის კუთხით გაცილებით დიდი სამუშაო შეასრულონ, მათ ვინც ამ ცენტრებში გააგრძელებს მუშაობას.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, გუბერნატორის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0