საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის N202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

13/10/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისის N202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. ღონისძიება მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს მოზარდების და პედაგოგების უსაფრთხოდ, წინასწარი სცენარის მიხედვით, უმოკლეს დროში ევაკუირებას მოიცავდა. შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უსაფრთხოების ნორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, იმიტირებული ხანძარი ჩააქრეს და მოსწავლეების ევაკუირება დროულად განახორციელეს. ღონისძიების მიზანი იყო პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ გამოცდილების გაზიარება და საგანგებო სიტუაციებზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების შეძენა. სწავლებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი – ნიკოლოზ სირაძე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის ექსპერტი – დიტერ პილატი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0