საგარეო პოლიტიკის ნაწილსა თუ უსაფრთხოების ნაწილში არანაირ ახალ დამატებით რისკებს ეს არ შეიცავს

20/01/2017

მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება საგარეო პოლიტიკის თუ უსაფრთხოების ნაწილში „არანაირ ახალ დამატებით რისკებს არ შეიცავს“. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ დავოსში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საგარეო პოლიტიკის ნაწილსა თუ უსაფრთხოების ნაწილში არანაირ ახალ დამატებით რისკებს ეს არ შეიცავს, ხოლო რაც შეეხება იმ კომპონენტს, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ სტაბილური, მშვიდი განვითარების რეჟიმში, ამ ნაწილში ეს საგარეო პოლიტიკურ რისკებს კიდევ უფრო ამცირებს“, – განაცხადა ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0