საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამუშაო სესიის ფარგლებში ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

31/08/2017

„ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამუშაო სესიის ფარგლებში ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ხაზი გაესვა ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მნიშვნელობას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორიცაა სამხრეთ გაზის კორიდორი, თეთრი ნაკადი და ტრანსკასპიური მილსადენი, ევრაზიული ნავთობის სატრანსპორტო დერეფანი (EAOTC) და ა.შ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგორესურსების მარშრუტების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ენერგო ეფექტურობის გაზრდა და განახლებადი ენერგორესურების განვითარებაა, მან ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაზე, ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოთ-სამხრეთის ენერგო სატრანზიტო დერეფნების განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0