საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
შეძრწუნებული ვართ დატრიალებული ტრაგედიით და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ესპანელ ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს და მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

Visited 118 times, 1 visit(s) today