საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი

27/09/2017

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად პატივი მიაგო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას.
მთავრობის წევრებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
სოხუმის დაცემიდან დღეს 24 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0