ქალაქ საგარეჯოში, თამარ მეფის ქუჩაზე აგრარული ბაზრის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ბაზრის მშენებლობა 2016 წლის ზამთარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე ტიპის და კეთილმოწყობილი შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში შევა. ბაზრის სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 196 000 ლარი გამოიყო. შეგახსენებთ, რომ ქალაქ საგარეჯოში აგრარული ბაზარი თითქმის 6 წელია არ არსებობს და მოვაჭრეების ღია ცის ქვეშ უწევდათ მუშაობა.
Visited 420 times, 1 visit(s) today