სადახლოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ სადახლოში, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ/ბეტონის 2 113 მეტრი სიგრძის გზა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 329 642 ლარია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 178 007 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 151 635 ლარი. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 25 ადამიანი

Visited 105 times, 1 visit(s) today