სადახლოში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა

07/09/2017

სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ სადახლოში, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ/ბეტონის 2 113 მეტრი სიგრძის გზა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 329 642 ლარია.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 178 007 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 151 635 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0