ქუთაისში დღე მძლეოსნური გარბენით დაიწყო, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და პარლამენტის წევრები შეუერთდნენ. აღნიშნული აქცია “რიო 2016-ის” ოლიმპიურ თამაშებში ქართველი ათლეტების მხარდასაჭერად მოეწყო. მარათონის გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დღესვე, სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიურ თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა. ნამუშევრები “ART STUDIO თერაპიას” მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
იმერეთის გუბერნატორი ასევე, სპორტულ მუზეუმს ეწვია, სადაც ოლიმპიზმის ისტორიის ამსახველი გამოფენა დაათვალიერა
საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონში სპორტული ღონისძიებები გაიმართა
23/06/2016