საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასობრივი მძლეოსნური გარბენი მოეწყო

23/06/2017

საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასობრივი მძლეოსნური გარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას გამგეობის, საკრებულოს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარზე ახალგაზრდები იღებდნენ. მარათონმა სტარტი 11 : 00 საათზე სიმონ საყვარელიძის სასპორტო სკოლიდან აიღო. მარათონის მონაწილეებს ფინიშის ხაზთან საკრებულოს თავმჯდომარე დახვდა. დავით მაღრაძემ მათ სიგელები გადასცა და ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ღონისძიება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0