საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის სრული მხარდაჭერა მივიღეთ

„მე დღეს გავაჟღერე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ჩვენ მათ ველოდებით და გვინდა, რომ ისინი იყვნენ საკრედიტო-საგარანტიო ფონდში როგორც აქციონერები, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრის კომენტირებისას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს.

Visited 139 times, 1 visit(s) today