ირაკლი კობახიძის შეფასებით, ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის განმტკიცებას უზრუნველყოფს. კობახიძემ კოლეგებს საკანონმდებლო პაკეტის მიღება მიულოცა.
“ჩვენ მესამე მოსმენით მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის პაკეტი მივიღეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უდაოდ უზრუნველყოფს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას. გილოცავთ, ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღის” სახელით ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.
Visited 91 times, 1 visit(s) today