საზოგადოება დააბნია ბევრმა, ვისაც საერთოდ აზრად გაუჩნდა, რომ ქალისა და მამაკაცის გარდა კიდევ სხვა რამეა ოჯახი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საზოგადოება დააბნია ბევრმა, ვისაც საერთოდ აზრად გაუჩნდა, რომ ქალისა და მამაკაცის გარდა კიდევ სხვა რამეა ოჯახი, – ამის შესახებ საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი განიხილება. საგანელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში საჭირო არ არის, თუმცა თუ ვინმე ამაზე ძლიერ არგუმენტს წამოაყენებს, მაშინ ის თანახმა იქნება.

“მე მგონია, საზოგადოება ისედაც დააბნია ბევრმა, ვისაც საერთოდ აზრად მოუვიდა, რომ ქალისა და მამაკაცის გარდა კიდევ სხვა რამეა ოჯახი. ეს არის ჩემი მოსაზრება. წესით, მე თუ მკითხავთ, უხერხულია კონსტიტუციაში ამის ჩაწერა, რადგან არ მგონია საქართველოში ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს, რომელსაც ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობის გარდა, სხვა რაიმედ წარმოედგინოს. ვფიქრობ, ამის ჩაწერის აუცილებლობა არ არის, მაგრამ თუ რამე ძლიერი არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, დავეთანხმები. თუ სადმე რამე დოკუმენტია, ყველგან ჩაიწეროს, თუ ერთი დოკუმენტიდან და ზნეობიდან ვერ იგებენ”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

Visited 173 times, 1 visit(s) today