საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრი ბავშვთა დეჰელმინთიზაციის პროგრამას შეუერთდა

10/06/2016

ბავშვთა პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაციის პროგრამის საწარმოებლად მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატი ვერმოქსი (მებენდაზოლი) მიიღო. აღნიშნული პრეპარატით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალურ ცენტრს“ შესაძლებლობა აქვს საკუთარი ძალებით უზრუნველყოს 5 – 9 წლამდე ასაკის ბავშვთა ფეკალური ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევა ჰელმინთებით ინვაზირებაზე. ამასთან პედიატრიულ (ან სხვა კლინიკურ) სამსახურებთან ერთობლივად განახორციელოს პროგრამის სრულყოფილად წარმართვა. დეჰელმინითიზაციის პროგრამა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების რეგიონული ბიუროს ჯანმრთელობის მსოფლიო ანსმბლეის რეზოლუციის თანახმად ხორციელდება. პროგრამის მიხედვით გამოკვლევას დაექვემდებარება ამ ასაკის ბავშვთა კონტიგენტის არანაკლებ 75 %. ანალიზის აღება და მედიკამენტების მიცემა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალურ ცენტრში“ 9 სთდან – 15 სთმდე იწარმოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0