საზღვარგარეთ საკვირაო სკოლები და ქართული ხელოვნების ანსამბლები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხელ ჯანელიძის ინფორმაციით დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნა ე.წ. საჭიროებათა კატალოგი. უწყებამ დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები რომლის შედეგადაც გამოვლინდა ის საჭიროებები, რაც ხელ შეუწყობს საკვირაო სკოლებში სასწავლო პროცესს და დიასპორული ანსამბლების მეშვეობით ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მათი საჭიროებების ეტაპობრივ დაკმაყოფილებაზე, შედეგად 50-მდე ორგანიზაცია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და სახელმძღვანელოებით.

Visited 144 times, 1 visit(s) today