საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

12/12/2016

დღეს გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს: სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. განსახილველი საკითხები გახლდათ: 3 დეკემბერს, ძლიერი ქარის შედეგად, მუნიციპალიტეტებისთვის მიყენებული ზარალისა და დაზიანებების სალიკვიდაციო ღონისძიებები; მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა; 2017 წლის ბიუჯეტების დამტკიცების მდგომარეობა და მისი ძირითადი ასპექტები; რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა და დარჩენილი ვალდებულებები; პესტიციდების მიტოვებული საწყობების მოკვლევისა და არსებული მდგომარეობის შესასწავლად მუნიციპალიტეტების წინადადებებისა და შესაძლებლობების განხილვა; გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლების განახლებული სამოქმედო გეგმის განხილვა და მოწონება; მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სამხარეო – საკონსულტაციო საბჭო იქმნება და საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0