საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს

14/07/2017

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესებში ცვლილებებს, კერძოდ კი, ქვეპროგრამებში: „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა“, „პროსტატის კიბოს სკრინინგი“, ასევე „კოლორექტული კიბოს სკრინინგი“ და „სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის პროგრამა“ განხორციელების წესებსა და პროცედურებში მცირე ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებაც იმსჯელეს.
დეპუტატებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებულ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომელიც თბილისში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცებას ითვალისწონებს.
დღესვე, სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის, სხვადასხვა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ან პრივატიზების ფორმით გადაცემისა, ასევე დედაქალაქში რამდენიმე უსახელო ქუჩისა და სკვერის სახელდებისა და სხვა მიმდინარე საკითხებს.
საკრებულოს სხდომას დეპუტატების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0