საკრებულოში ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის დახვეწისა და უცხოური მოდელის დანერგვის თაობაზე იმსჯლეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ ინიციატივით, წარმომადგენლობით ორგანოში შეხვედრა გაიმართა, სადაც ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის დახვეწისა და უცხოური მოდელის დანერგვის თაობაზე იმსჯლეს.
შეხვედრას საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის თავმჯდომარე მაია გაბუნია, ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ წარმომადგენლები ირმა ხაბაზი და ანა ლაღიძე, ასევე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პედიატრიის პროფესორი ტობი ლონგი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ადრეული ინტერვენციის პროგრამის მნიშვნელობისა და მისი მუშაობის მექანიზმების თაობაზე უცხოური გამოცდილების გაზიარებისა და პროგრამის დახვეწის საკითხები განიხილეს, რომელთა თანახმადაც, პროგრამის ბენეფიციართა ასაკი პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით, არა 0-7, არამედ 0-3 წლამდე უნდა განისაზღვროს.
ფრაქციის თავმჯდომარის ნინო გოგუაძის განცხადებით, საქართველოში ფუნქციონირებადი ადრეული ინტერვენციის პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა დამტკიცებული და ის სოციალურ რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვაზეა ორიენტირებული.
მისივე თქმით, ამ პროგრამით სარგებლობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება და შესაბამისად, ოჯახებისთვის მისი მომსახურების მიღება უფასოა.
„ადრეული ინტერვენცია თერაპიული და საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია 0-7 წლამდე ასაკის განვითარების პრობლემებისა ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. არაერთი საერთაშორისო კვლევა ამტკიცებს, რომ უკეთესი იქნება, თუკი აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეთა ასაკი 0-7-ის ნაცვლად 0-3 წლამდე განისაზღვრება..
ამით პირველ რიგში, ჩვენ შევძლებთ ამ მხრივ ბავშვებში რისკების დროულად გამოვლენას და ამასთანავე, სახელმწიფო ხარჯების დაზოგვას“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, სერვისი გააძლიერებს ოჯახის ჩართულობას ბავშვების განვითარების ხელშეწყობაში, ამასთანავე ხელს შეუწყობს ბავშვების მომზადებასა და ჩართვას შესაბამის საგანმანათლებლო სისტემაში (ბაღი/სკოლა) და გაზრდის ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხს.
შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს წარმომადგენლება მოწვეულ სტუმრებს აღნიშნული საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის მიზნით, მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღუთქვეს.

Visited 127 times, 1 visit(s) today