საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

07/03/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა. კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომანდაცია მიეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი წერეთლის დანიშვნის საკითხს, რომელიც კომისიის წევრებს თევდორე კობახიძემ წარუდგინა.
კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N28-116 დადგენილებაში შესატანი ცვლილები განიხილეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0