საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

19/05/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დეპუტატებმა დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში წარმოდგენილ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე ასევე დადებითი რეკომენდაცია მიეცა რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხს.
კომისიის სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0