საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

07/09/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელოვნებისა და კულტურის დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი ფილების (ვარსკვლავის) განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე კომისიის მიერ შემუშავებული საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს.
აღნიშნული დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს კომისიის თავმჯდომარემ გააცნო. როგორც თევდორე კობახიძემ აღნიშნა, დადგენილების პროექტი ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებისთვის ე.წ.„დიდების ხეივნის“ მოწყობას და ვარსკვლავის განთავსების საკითხის დარეგულირებას ითვალისწინებს.
დადგენილების პროექტთან დაკავშირებით შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები, კობახიძის ინფორმაციით, დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება.
სამუშაო შეხვედრას კომისიის წევრებთან ერთად კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0