სალომე ზურაბიშვილმა იოჰანეს ჰანთან შხვედრაზე ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას

22/01/2019

საქართველოს პრეზიდენტმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. აღინიშნა, რომ 2019 წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის.
სალომე ზურაბიშვილმა იოჰანეს ჰანთან შხვედრაზე ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას და ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0