სამეგრელოში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

15/02/2017

სამეგრელოში დილიდან გადაუღებლად თოვს, რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტბში საგანგებო შტაბები მუშაობენ, რომლებსაც კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი შტაბი უწევს. გაწმენდითი სამუშაობი ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრაურ გზებზე და მაღალი ზონის სოფლებში. ამ წუთებში გზები იწმინდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: ინგირი-ანაკლიის, ნარაზენის, ცაიშის, კორცხელის, ტყაიას, ნაცატუს, ჩხორიას, ცაცხვის, ჭაქვინჯის მიმართულებით. თოვლის საფარისაგან იწმინდება ზუგდიდი–ჯიხაშკარი– ჩხოროწყუ, ზუგდიდი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ–სენაკი, მარტვილი–ტალერი–ჩხოროწყუს მიმართულებით. გზების გაწმენდა უახლოეს დროში დაიწყება ფახულანის მიმართულებით. ქალაქ ზუგდიდში დიდთოვლობის გამო ყინულის სახლის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა, ამჯამად მწვანე ნარგავების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გზებზე ტექნიკური მარილი იყრება. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგია უწყვეტლივ მიეწოდება მოსახლეობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს. მუნიციპალიტეტში ადგილი არ ჰქონდა მოსახლეობის მომართვიანობას საცხოვრებელი სახლების დაზიანებასთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0