სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობი და სასაწყობე ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც არსებული სიმძლავრით 600-ზე მეტი ფერმერის მომსახურებაზეა გათვლილი. საწარმოში 1000 ტონა თხილის გამოშრობა და 500 ტონა პროდუქციის დასაწყობებაა შესაძლებელი. ახალი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და “აგრიჯორჯია-ფერეროს“ თანადაფინანსებით დაფუძნდა. საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ესწრებოდნენ. იური ნოზაძემ ხაზი გაუსვა თხილის სექტორის პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ ასეთი საწარმოების გახსნა დარგის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი.

Visited 210 times, 1 visit(s) today