სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სტიქიასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

16/06/2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სტიქიასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი და გუბერანტორი ლევან შონია ხელმძღვანელობდნენ.

საგანგებო თათბირზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრის მოადგილეს სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

კახა გულედანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგნელბეთან სტიქიის ზონას მოინახულებს და იქ არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნობა. რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. დაიტბორა ადგილობრივების კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.

საგანგებო შტაბის წევრები და ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0