სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასტუმრო „ჰუალინგში“ სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, კომისიის წევრებთან „გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის მნიშვნელობაზე და წინასაორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა.

„გარემო ევროპისთვის“ 8-10 ივნისს ბათუმში გაიმართება. მინისტერიალის მთავარი თემები იქნება მწვანე ეკონომიკა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განათლება მდგრადი განვითარებისთვის.

ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში საქართველო უმასპინძლებს 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების, ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს.

Visited 149 times, 1 visit(s) today