სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა შემცირდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავიდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს შეხვდა და მათგან პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სივრცითი დაგეგმარების და სამშენებლო საქმიანობის პრიორიტეტებია: დასახლებათა მოწესრიგებული განვითარება, ქვეყნის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობების შექმნა. ასევე, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება, მშენებლობის მდგრადი და უსაფრთხო წარმოება, შენობა-ნაგებობათა მშენებლობით ან გამოყენებით გამოწვეული შესაძლო საფრთხისაგან დაცვა