,,სამოქალაქო განვითარების ფონდმა“ ბოლნისში მორიგი ღონისძიება გამართა

“ჩვენი სიყვარული უსაზღვრებოა“,- ამ სლოგანის ქვეშ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობასთან ერთად კიდევ ერთხელ გაერთიანდა და ვალერი გოგოლაძის ოცნება რეალობად აქცია. სამოქალაქო განვითარების ფონდის ორგანიზებითა და კეთილი ადამიანების მიერ გაღებული თანხით დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად პორტატული კომპიუტეტი შშმ პირს გადასცა. ფონდის ინიციატივით ღონისძიება სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადში” გაგრძელდა, სადაც სტუმრებს ცენტრის აღსაზრდელები ელოდნენ. მეუფემ ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად პატარები დალოცა და მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები დაათვალიერა. სიყვარულით დაწყებული დღე ანსამბლ “ბოლნელამ” და ბორის ბედიამ გაალამაზეს.
ღონსძიების დასრულების შემდეგ, სარეაბილიტაციო ცენტრს მრევლის მიერ გაღებული ნობათი შესწირეს.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტში “სამოქალაქო განვითარების ფონდის“ ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მორიგი ღონისძიება განხორციელდა. “სამოქალაქო განვითარების ფონდის” სლოგანია “ჩვენი სიყვარული უსაზღვრებოა“ და სწორედ ეს იდეა გვაერთიანებს მუნიციპალიტეტს ფონდთან. დღეს იყო მნიშვნელოვანი ღონისძიება იმ თვალსაზრისით, რომ ერთი დღე გავულამაზეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ვალერის ავუხდინეთ დიდი ხნის ოცნება. ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა ყოველწუთს გვახსოვდეს ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები და ვიზრუნოთ მათზე“,- განაცხადა ბოლნისს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა.

Visited 158 times, 1 visit(s) today