სამტრედიაში ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14/07/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
2016 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისათვის 2.5 მლნ ლარამდე თანხა გამოიყო. დაწყებული 13 პროექტიდან უკვე მოეწყო 22 კილომეტრამდე ასფალტ-ბეტონის საფარი. დარჩენილი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0