სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები აუცილებლად გამკაცრდება

02/07/2017

სამშენებლო მიმართულებით რა თქმა უნდა აუცილებლად გამკაცრდება რეგულაციები, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რეგულაციები გასამკაცრებელია, როგორც უსაფრთხოების, ისე ქალაქის იერსახეზე ზრუნვის კუთხით.

”სამშენებლო მიმართულებით რა თქმა უნდა აუცილებლად გამკაცრდება რეგულაციები. ჩვენ ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ, რადგან შეუძლებელია ყოველთვე ერთი ადამიანი იღუპებოდეს მშენებლობებზე. ეს არის მძიმე და მტკივნეული. მკაცრი რეგულაციები იქნება ასევე ფასადების მიმართულებით, რადგან თუნდაც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დროს ის ჩაბარებულად ითვლება, როდესაც გარედან საღებავს წაუსვამენ. შეუძლებელია ამ ყველაფრის ატანა დედაქალაქში. ჩვენ თუ გვინდა, რომ თბილისი იყოს ძალიან ლამაზი და მას ჰქონდეს ხიბლი, აუცილებელია რეგულაციები”, – განაცხადა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0