სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს

09/05/2020

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ვეტერანები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ოჯახებში მოინახულეს და სასურსათო ამანათები გადასცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების გარდა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0