სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროგრამები განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროგრამები განიხილეს
ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი კოპაძე და ენზელ მკოიანი, მუნიციპალიტეტის მერები, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები, სკოლების რეაბილიტაცია, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენცია და სოფლის მხარდაჭერა.
ილია ბეგიაშვილმა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი პროექტები წარადგინა. 2019 წლის პროექტებისთვის მუნიციპალიტეტებში 420 მილიონი ლარია გამოყოფილი, 2020 წლისთვის კი ბიუჯეტი 150 მილიონით მეტი იქნება.

Visited 118 times, 1 visit(s) today