სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს. სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები . პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქებში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

Visited 90 times, 1 visit(s) today