სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები აგვისტოს ბოლოდან დაიწყო და შეუფერხებლად, აგროვადების დაცვით მიმდინარეობს.
ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

Visited 104 times, 1 visit(s) today