სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გერმანიის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის საზოგადოების დელეგაციას უმასპინძლეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გერმანიის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დელეგაციას უმასპინძლეს. მხარეში ვიზიტის მიზანი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, სამხრეთ კავკასიის კოორდინატორის იოჰანეს დოპფელისთვის ორგანიზაციის მერ საქართველოში გაწეული საქმიანობის გაცნობაა.
შეხვედრას GIZ საქართველოს ოფისის დირექტორი მერი შეფერი, პროგრამის დირექტორი კარსტენ პოსე, ექსპერტები ერიკ მარქსი და არჩილ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ გერმანელ სტუმრებს 2014-2021 წლების სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმები გააცნო, რომლებიც GIZ-ის მხარდაჭერით შემუშავდა, ამასთან მადლობა გადაუხადა მათ გაწეული დახმარებისთვის.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრების გარდა, იოჰანეს დოპფელი იმ პროექტებსაც მოინახულებს, რომლებიც გერმანული მხარის ფინანსური დახმარებით ხორციელდება, დაათვალიერებს მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზს და სადგურს, KFW-სა და GIZ-ის სხვადასხვა პროექტებს.

Visited 166 times, 1 visit(s) today