სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაშვებულია

27/11/2017

სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ბათუმში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში” დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, 27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0