სამცხე-ჯავახეთშ​ი განახლებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხს​ნა

სამცხე-ჯავახეთშ​ი განახლებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხს​ნა. მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშ​ვილმა, საქართველოს ტურიზმის​ ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და USAID- ის მისიის​ ხელმძღვანელმა, რწმუნებულის მოადგილეებთან, სამხარეო ადმინის​ტრაციის​ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განახლებული საინფორმაციო ცენტრი დაათვალიერა და მის​ი მუშაობის​ სტრუქტურას გაეცნო. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO)-ს ოფისი. USAID/Zrda, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარების მოდელის შემუშავებას უწყობს ხელს. დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნით კი Zrda და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, ასევე რეგიონებშ​ი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობას.

Visited 80 times, 1 visit(s) today