საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 17 სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების 17 ათასზე მეტ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება. რეგიონის 17 სოფლის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა 2008 წლის შემდეგ შეექმნა. სათავე ნაგებობა, საიდანაც სოფლები მარაგდებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. სამშენებლო სამუშაოები სოფლებში ჭაბურღილების, ავზების და საქლორატოროს მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება – 5,5 მლნ ლარზე მეტია. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ შიდა ქართლის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთნ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებზე 30 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რაც 17 სოფლის ათასობით მოსახლეს მოუხსნის სასმელი წყლის პრობლემას და გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს.

Visited 144 times, 1 visit(s) today