საოცრად უნიჭოებს ნიჭიერებად წარმოგვიჩენენ

27/04/2016

მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

“ლირიული გადახვევა ანუ ფიქრები როდესაც პოლიტიკისგან ვისვენებ. მართლაც საოცარი ქვეყანა დადგა დამოუკიდებელი საქართველო, უფრო საოცარი თანამედროვე საზოგადოებაა სადაც მატყუარებს-მართლებს, მოღალატეებს-მამულიშვილებს, მშიშრებს-მამაცებს, მახინჯებს-ლამაზებს, ფარისევლებს-მორწმუნეებს, ბოროტებს-კეთილებს, გაუნათლებლებს-განათლებულებს, დიქტატორებს დემოკრატებს უწოდებენ. მაგრამ ყველაზე სავალალო ისაა, რომ საოცრად უნიჭოებს ნიჭიერებად წარმოგვიჩენენ, ხოლო ვინც ჭეშმარიტად ნიჭიერია ბლოკავენ, გასაქანს არ აძლევენ და ჩვენს ისედაც მცირერიცხოვან ერს უამრავ უნიჭიერეს ადამიანს უკლავენ. ნიჭიერების მკვლელები ტელევიზიებში, სცენაზე, დარბაზებში პროდიუსერებად, რეჟისორებად, მენეჯერებად მოკალათებულან და საოცარი ცივსისხლიანობით კლავენ ქართულ ნიჭსა და გენს. სამართლიანობა რომ იყოს მათაც ისევე ვაგებინებდი პასუხს კანონის წინაშე, როგორც ადამიანის მკვლელებს, მაგრამ სადღაა სამართალი?———-P.S.ხო კიდევ ბოლოს ერთი, ხალხი არ ხართ? ეს სტანისლავ ბონდარენკო ვინაა ერთი ეს გამაგებინე თორე უთო ვერ ჩამირთია და ყველგან მასზე ლაპარაკობენ, არადა არც ევროპაში და არც რუსეთში ესეთი ვინმე არც არავის გაუგია!!!!!!”- აცხადებს ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0